понедельник, 28 марта 2011 г.

დაბადება

საქმე იყო პატარა ქალაქ რეუსში, რომელიც მდებარეობს დღეს დღეობით კურორტულ რაიონში დაურადა, სანაპირო ქალაქ ტარაგონას ათი კილმეთრით დაშორებით. 25 ივნისს 1852 წელს ფრანცესკო გაუდი-ი-სიერას და ანტონია კორნეტ-ი-ბერტრანის ოჯახში დაიბადა ბიჭი. დედასავით დიჭი ანტონიო დაარქვეს. ესპანური ტრადიციით კი მას მისცეს ორმაგი გვარი - მამის და დედის გვარით, ანუ გაუდი-ი-კორნეტი.
მამამისი იყო შთამომავლობითი მჭედელი. და მან საკმაოდ ადრე ასწავლა თავის შვილს საგნების სილამაზის გაგება, და შეაყვარა ხატვა და არქიტექტურა. ფრანსესკს ხშირად უწევდა ადგილობრივ სასაფლაოზე საფლავებისთვის ღობეების გაკეთება. ბევრი შეკვეთა იო ასევე ადგილობრივი ეკლესიისაგან. და ეს მითუმეტეს საოცარია - ანტონიოს მამას ღმერთის არ სწამდა. კათოლიკურ ღვთისმოშიშ კათალონიაში!
მომავალი არქიტექტორის დედა იყო ჩვეულებრივი დიასახლისი. ის იყო დაკავებული ვაჟი-შვილის აღზრდით, მერე კი ქალიშვილის.
დედა ანტონიას ამ ცხოვრებაში კარგ წილდ შეერგო, როგორც არავის. წელი წელს მიყოლებული შვილებს აჩენდა. და ყველა კვდებოდა ბალღობაში. აუდი იყო მესამე ბავშვი ოჯახში, რომელიც გადარჩა, და დედის მოგონებებით, ის ამაყობდა იმით, რომ ის გადარჩა, მიუხედავად რთული მშობიარობისა. აზრი, რომ ის იყო გაჩენილი რაღაც მაღალი მიზნისთვის მას არ ტოვებდა, და მთელი ცხოვრება მას მოყვებოდა. ბიჭი ძალიან არაჯანსაღი იზრდებოდა, სიარული გვიან დაიწყო. მას ჰქონდა ყველა ბავშვის ავადმყოფობა რაც კი არსებობს.
დედა ლოცულობდა (მამისგან განსხვავებით მას სწამდა ღმერთის), მაგრამ შვილის გადარჩენის განსაკუთრებული 
იმედი არ ჰქონდა. ძალიან ბევრი დაკარგა მან ბოლო წლების განმავლობაში.
მშობიარობა ტრავმატიული იყო, და იმისათვის რომ გადაერჩინათ ბავშვის სული ის მაშინვე წაიყვანეს წმინდა პეტრეს ეკლესიაში.
მოწმობა ანტონიო გაუდის ნათლობაზე არ ტოვებს ადგის ეჭვისთვის იმაზე სად და როდის დაიბადა გაუდი. მაგრამ ხანდახან უნდოდა იმის თქმა, რომ შეიძლება დაბადებულიყო მამამისის სახელოსნოში, რომელის იყო მოთავსებული პირდაპირ ქალაქ რიუდომსის ზღვარზე.
მაგრამ ვერც რიუდომსი, ვერც რეუსი, ვერ მართეს სწორედ თავის მემკვიდრეობით. შენობები სამახსოვრო წარწერების გარეშე მიგდებულნი რჩებიან, ნახატები და დოკუმენტები მუზეუმების კარებში რჩენიან ჩაკეტილნი. ეს არ არის ის ემკვიდრეობა, რისთვისაც ღირს ბრძოლა.

ბავშვობა

ანტონიო გაუდი ი კორნეტის დაბადება, როგორც მისი სიკვდილი, იყო თანხლებული არეულ-დარეულებით, რაც შემდგომში ბევრი დავა გამოიწვია. 25 ივნისს 1852 წელს, ქალაქ რეუსში მცხოვრებ, ფრანცისკო გაუდის და მის ცოლს ანტონია კორნეტს, დაებადათ ვაჯი-შვილი. მისი მონათვლა იყო არაჩვეულებრივად ჩქარი. ეს ანტონიას მეხუთე ბავშვი იყო, მაგრამ ამის წინათ მას მოუკვდა ხუთი წლის ქალიშვილი მარია და ორი წლის ვაჯიშვილი ფრანცისკო. ანტონიას ფეხმძიმობა მძიმედ გადიოდა. შობიარობა ტრავმატიული იყო და ახლდაბადებულის სულის შესანარჩუნებლად, ის მაშინვე წაიყვანეს წმინდა პავლე მოციქულის ეკლესიაში წაიყვანეს.

вторник, 22 марта 2011 г.

მაინც და მაინც ვინ არის ეს ანტონიო გაუდი?

დიდი არქიტექტორი, ავტორიტეტების ჩამომგდები და მოდის კანონმდებელი. მოდერნისტი, რომელიც ქმნიდა დამყარებული სტილების გრეთ. ადამიანი, რომელიც თითქმის ნახაზებთან არ მუშაობდა. არქიტექტორი, სპეციალისტი, ვისი შრომის ფუძეშიც დევს სკურპულოზური მათემატიკური გათვლა, გაუდი სარგებლობდა შენობის მონახაზებით იმპრესიონისტულ სტილში. ანუ ზოგადი მოხაზულობა, ფორმა, მაგრამ არა დეტალიზაცია, არც კონტრიუქტუილი ელემენტები. მთავარი მისი ინსტრუმენტები იყო წარმოსახვა, ინტუიცია და... გათვლები გონებაში. შეიძლება ითქვას ის არქიტექტურაში იყო ენშტეინი (ან პირიქით - ენშტეინი იყო გაუდი თეორიულ ფიზიკაში: მაინც და მაინც ანტონიო გაუდი იყო ბევრად უფროსი).
გაუდი იყო მეტისმეტად უკარება კაცი, გულჩათხრობილი ადამიანიც კი. ადამიანებთან - თავის მუშაკებთან - იყო მკაცრი და სასტიკიც. ასკეტი, რომელი რაღაცნაირად ჭამდა და რაღაცნაირად იცმევდა. ის არ აღიარებდა ფუფუნებას და სიმდიდრეს - როცა საქმე პირადად მას ეხებოდა. მიუხედავად ამისა ჩინებულ შენობებს აშენებდა. საგრადა ფამილია (Sagrada Familia) მისი მთავარი ქმნილებაა. წარმოიდგინეთ, მთელ თავის ფულს რასაც შოულობდა, ტაძრის არქიტექტორის თანამდებობაზე, გაუდი მის მშენებლობაში აბანდებდა. ის ბევრი წელი უფასოდ მუშაობდა, თვლიდა რომ არ აქვს სხვისი ფულის მითვისების უფლება, - ტაძარი კი შენდებოდა მდიდარი და ღარიბი ბარსოლონაში მცხოვრები ხალხის შენაწირზე.
თავის შემდეგ გაუდის არ დაუტოვებია არავითარი ჩანაწერები. ახლო მეგობრები მას არ ჰყავდა. მისი ცხოვრების ბევრი ვითარება აქამდე ცნობილი არაა... რას ამბობენ გაუდიზე თვითონ კატალონელები? კითხეთ ნებისმიერს - ისინი მას აღმერთებენ.

მიმოხილვა

ანტონიო გაუდის არქუიტექტურა, ეს თემა გაგაცნობთ თქვენ, ამ დიდი არქიტექტორის შემოქმედებას, ასევე ნახავთ მისი ნამუსევრების სურათებს. თემა მოგაწვდით  ამ პიროვნების ბიოგრაფიას, მისი ცხოვრებიდან საინტერესო ფაქტებს. გაუდი მუშაობდა მოდერნიზმის მიმდინარეობაში, ასევე ამ მიმდინარეობაზე მოგაწვდით ინფორმაციას. ანტონიო გაუდი ბევრი მიმდევარი ჰყავს, მათ შორის ორს განვიხილავთ ამ თემაში, მათაც ძალიან საინტერესო ნამუშევრები აქვთ. იმედია თემიდან ბევრი თავისთვის ახალს გამოიტანს.

ჩემი პირველი პოსტი

მინდა მქონდეს ბლოგი